“აიაქსის” თავდამსხმელმა, კასპერ დოლბერგმა განაცხადა, თუ რომელი გუნდის გულშემატკივარი იყო ბავშვობაში. როგორც იცით, “ბარსელონა პერსპექტიული ფორვარდით არის დაინტერესებული.
“არ ვიცი რა მოხდება მომავალში. ბავშვობაში “ბარსელონას” გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ გავიზარდე და უკვე ფავორიტი კლუბი აღარ მყავს.” – განაცხადა დოლბერგმა.
“ბარსელონასთან” ერთად კასპერისთვის ორი მანჩესტერული გრანდიც იბრძვის.
