მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავიმ “ბარსას” ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნაზე უარი თქვა

ჩავიმ “ბარსას” ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნაზე უარი თქვა

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ლეგენდარულმა, ამჟამად კი კატარული “ალ სადის” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა კატალონიური კლუბისგან ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნაზე მიღებულ შეთავაზებაზე უარი თქვა.

წყაროს ცნობით, 37 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა განმარტა, რომ სამწვრთნელო კურსები ჯერ არ დაუსრულებია და ჯერჯერობით, კარიერის დამთავრებას არ აპირებს. ამავდროულად, კატალონიურ გრანდში იმედოვნებდნენ, რომ ჩავი “ბარსელონა ბ”-ს უკვე ამ სეზონში უხელმძღვანელებდა.

ჩავის “ალ სადთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში