“ტოტენჰემის” ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის აგენტმა, მარტინ შუტსმა დანიელი ფეხბურთელის “ბარსელონაში” მოსალოდნელი გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ უარყო.
“უმჯობესი იქნება, თუ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე არ ვისაუბრებ. კრისტიანი “ტოტენჰემზე” კონცენტრაციას ახდენს და მას სურს, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი იყოს.”– ციტირებს შუტსის სიტყვებს გამოცემა BT.
ახლო წარსულში “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანკ დე ბურმა ერიკსენის კატალონიურ კლუბში ტრანსფერს მხარი დაუჭირა.
