“ბარსელონას” მცველმა, ჟორდი ალბამ აღნიშნა, რომ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, მაგრამ კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს.
“ბარსელონაში” თამაში ყოველთვის მსურდა, აქ დარჩენას ვგეგმავ. ეს არის კლუბი, სადაც კარიერა დავიწყე. ამ გუნდს 5 წელი სუფთად და პატიოსნად ვემსახურები და მსურს, რომ კატალონიაში მომავალშიც ვიასპარეზო.
რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, ამ სეზონში, კი სასურველზე ნაკლები შეხვედრა ჩავატარე. ახსნა-განმარტებას არ ვითხოვ.
თავში ბევრი აზრი ტრიალებს, როცა არ თამაშობ. მსგავს სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი, მაგრამ ამას უკვე შევეჩვიე. შესაძლოა, ძირითად შემადგენლობაში ჩემ ადგილზე გავლენა ტაქტიკური სქემის ცვლილებამ მოახდინა, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილება ასეთია. მომწონს თუ არა, მე ის უნდა მივიღო.“-ამბობს ალბა.
