კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” “ჩელსისა” და “ლევერკუზენის” მცველებით, სესარ ასპილიკუეტათი და ბენჯამინ ჰენრიხსით დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, “ბარსელონა” 27 წლის ასპილიკუეტას შეძენის ვარიანტის განხილვას ექტორ ბელერინთან მოლაპარაკებებში წარუმატებლობის შემთხვევაში აპირებს. გარდა ამისა, კატალონიური კლუბი 20 წლის ჰენრიხსაც აკვირდება.
აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” 100 მილიონ ევროდ 2 ფლანგელი მცველისა და ნახევარმცველის შეძენას გეგმავს. კატალონიური გრანდი იმედოვნებს, რომ ბელერინში დაახლოენით 30 მილიონ ევროს დახარჯავს.
