“ბარსელონას” “აიაქსის” ახალგაზრდა მცველის, დავინსონ სანჩესისთვის ბრძოლაში კონკურენციას “რეალი” გაუწევს.
Don Balon-ის ინფორმაციით, მადრიდელები კეპლერ ლიმა პეპეს 20 წლის მცველით ჩანაცვლებას გეგმავენ. თუ კლუბებს შორის შეთანხმება შედგება, “რეალი” არა მხოლოდ პერსპექტიულ მოთამაშეს გაიფორმებს, არამედ მუდმივ ანტაგონისტს სატრანსფერო ბაზარზე დაამარცხებს.
მიმდინარე სეზონში დავინსონმა “აიაქსის” მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
