მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “მალაგას” პრეზიდენტს უზენაეს საბჭოში უჩივლებს

“ბარსელონა” “მალაგას” პრეზიდენტს უზენაეს საბჭოში უჩივლებს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ “მალაგას” პრეზიდენტის, აბდულ ბინ ნასერ ალ ტანის შეურაცხმყოფელ განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ კატალონიელი ნაგვები ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებას ვერ იზეიმებენ.

“ლურჯ-ბროწეულისფერთა” ოფიციალური განცხადება ასეთია: “ბარსელონა” ალ ტანის სიტყვებით აღშფოთებულია. მისი განცხადება “ფეირ-პლეის” პრინციპებს, ეთიკასა და წესებს ეწინააღმდეგება, ეს კი სპორტში უნდა ბატონობდეს.

სწორედ ამიტომ, კლუბი ესპანეთის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უზენაეს საბჭოში საჩივარს შეიტანს. “ბლაუგრანა” ესპანეთის ფეხბურთისა და პროფესიონალური ლიგის ფედერაციებსაც მიმართავს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში