მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მზადაა ტეოს ტრანსფერში ალბა ჩართოს

“ბარსელონა” მზადაა ტეოს ტრანსფერში ალბა ჩართოს

“ბარსელონა” ზაფხულში “ატლეტიკოს” მცველის, ტეო ერნანდესისთვის იბრძოლებს, რომელიც ამჟამად არენდის წესებით “ალავესში” თამაშობს.

19 წლის ფეხბურთელისთვის კატალონიურ კლუბს მადრიდის “რეალისთვის” კონკურენციის გაწევა მოუწევს, რომელმაც მას ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი წინადადებით მიმართა.

მიუხედავად ამისა, “ბარსელონა”, თავის მხრივ, მზადაა ფეხბურთელს სპორტული თვალსაზრისით მეტი გარანტია მისცეს.

მადრიდში, როგორც ჩანს, ტეოს მარსელოს შემცვლელად განიხილავენ, “ბარსელონა” კი მასში ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველს ხედავს და შესაძლოა, ალბა გუნდიდან წავიდეს.

უფრო მეტიც, როგორც As იტყობინება, კატალონიელები მზად არიან ერნანდესის ტრანსფერში ალბა ჩართონ და ის “ატლეტიკოში” გაუშვან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში