“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ შეასრულა გუშინდელ მატჩში თერთმეტმეტრიანი ხავიერ მასკერანომ. როგორც იცით, არგენტინელმა კატალონიური კლუბის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
“პენალტის შესრულება მსურდა, მაგრამ პიკემ მითხრა, რომ ეს მასკერანოს უნდა გაეკეთებინა. ჟერარი მართალია, პრეზიდენტს უნდა მოვუსმინოთ.
“რეალზე” არ უნდა ვიფიქროთ. საკუთარ შეხვედრებზე კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ და დარჩენილ მატჩებში გავიმარჯვოთ. ამის შემდეგ ყველაფრი ნათელი იქნება.“-ამბობს რაკიტიჩი.
