როგორც იცით, ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩში, “ოსასუნას” წინააღმდეგ, “ბარსელონამ” შიდა ჩემპიონატში მე-100 გოლი გაიტანა. შეხვედრა 7:1 დასრულდა კატალონიელთა სასარგებლოდ.
პორტალი Opta იტყობინება, რომ ხავიერ მასკერანოს პენალტი “ბარსელონას” მე-500 გოლი აღმოჩნდა ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით. მატჩის მიწურულს “ბლაუგრანამ” კვლავ გაიტანა (501). ასტურიელმა კლუბი 2014 წელს ჩაიბარა და თავის სადებიუტო სეზონში ტრიპლეტი მოიგო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი! დღეიდან, შეიძლება ითქვას, რომ “ბარსელონამ” ყველა მატჩი მოიგო, სადაც მასკერანომ გოლი გაიტანა.
