მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გოლების ფესტივალი “კამპ ნოუზე”

გოლების ფესტივალი “კამპ ნოუზე”

ახლახანს დასრულდა ლა ლიგის 34-ე ტურის მატჩი “კამპ ნოუზე”, “ბარსელონასა” და “ოსასუნას” შორის, რომელიც კატალონიური კლუბის ტრიუმფალური გამარჯვებით, 7:1 დასრულდა. ლუის ენრიკეს კოლექტივმა საშინაო არეანზე გოლების ფესტივალი მოაწყო და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

ანდრე გომეშმა, ლიონელ მესიმ და პაკო ალკასერმა ლა ლიგის აუტსაიდერის კარში დუბლი გაიფორმეს. აღსანიშნავია, რომ 7-წლიანი “ბარსელონური” კარიერის მანძილზე, “ბლაუგრანას” მაისურით პირველი გოლი ხავიერ მასკერანომ გაიტანა.

მოცემულ მომენტში, 78 ქულით “ბარსელონა” ლა ლიგის ლიდერია.

[media=https://www.youtube.com/watch?v=xhEv29CfSmk]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში