“ბარსელონა” ტოპ-5 ჩემპიონატის გუნდებს შორის ერთადერთია, რომლის კარშიც მიმდინარე სეზონში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნულა.
ახლო წარსულში საკუთარი სერია “ბაიერნმა” შეწყვიტა: შიდა ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში, “მაინცის” წინააღმდეგ, მიუნხენელების კარში პენალტი დაინიშნა. მსგავსი შედეგი აქვთ “იუვენტუსსა” და “ბორუსიასაც”.
აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის ისტორიაში ჯერ არცერთ გუნდს არ დაუმთავრებია სეზონი საკუთარ კარში დანიშნული პენალტის გარეშე.
