23 აპრილს, “ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა (3:2). “რეალის” კარში გატანილი გოლის ავტორმა, ივან რაკიტიჩმა გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“მესის თავისი თამაშით არავინ გაუკვირვებია. არგენტინელი მეტოქეს ზიანს ნებისმიერი პოზიციიდან მიაყენებს. გამარჯვება და ლეოს გამოსვლა გვახარებს. ის გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთეია.”-განაცხადა რაკიტიჩმა.
მოცემულ მომენტში, “ბარსელონა” 75 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობს.
