მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანრი: “დაუჯერებელია, რომ ხალხს მესის ძალებში ეჭვი კვლავ ეპარება”

ანრი: “დაუჯერებელია, რომ ხალხს მესის ძალებში ეჭვი კვლავ ეპარება”

მადრიდის “რეალთან” მატჩში ლეო მესიმ “ბარსელონას” მაისურით მე-500 გოლი გაიტანა. კატალონიელთა ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, გუნდის ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ “ბლაუგრანას” ლიდერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“ანდრე გომეშმა, ალბამ და სერხი რობერტომ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს, მაგრამ მესი – მესია. კიდევ რა უნდა ვთქვათ არგენტინელზე? ჩემთვის გაუგებარია იმ ხალხის პოზიცია, ვისაც ლეოში ეჭვი ეპარება. შეწყვიტეთ, ის საოცარი ფეხბურთალია.” – ციტირებს ანრის სიტყვებს Express.

მესის დუბლისა და რაკიტიჩის ელეგანტური გოლის წყალობით, “ბარსელონამ” ლა ლიგის მოგების შანსი შეინარჩუნა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში