“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “რეალთან” მატჩის შემდეგ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე კომენტარი გააკეთა. კატალონიურმა კლუბმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:2 გაიმარჯვა.
ურუგვაელმა ლიონელ მესისთან გადაღებულ ფოტოს ასეთი წარწერა გაუკეთა: “გუნდი დიდებულად გამოიყურებოდა. თითოეულმა ჩვენგანმა ამ შედეგისთვის ფანტასტიური ძალისხმევა გაიღო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად. გილოცავ, მეგობარო.”

როგორც იცით, მესიმ “ბარსას” მაისურით საიუბილეო მე-500 გოლი გაიტანა.
