მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურის მატჩში, “რეალის” წინააღმდეგ (3:2), 12 სეივი გააკეთა.
2003/04 წლების სეზონის შემდეგ, ეს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგია. ამასთანავე, გუშინდელ მატჩში გერმანელმა კიპერმა 22 გადაცემა გააკეთა და ამ მაჩვენებლით კრიშტიანუ რონალდუს აჯობა (14).
“ბარსელონა” 75 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.
