ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურის მატჩში, “ბარსელონამ” “რეალი” 3:2 დაამარცხა.
“ბლაუგრანამ” ლა ლიგის ფარგლებში ჩატარებულ ზედიზედ 23-ე “ელ კლასიკოში” გაიტანა და ამით მადრიდული კლუბის რეკორდი მოხსნა, რომელიც 1969 წელს დამყარდა.
ბოლოს, “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატში “რეალის” კარი 2007 წლის 23 დეკემბერს ვერ აიღო (0:1).
