ახლახანს დასრულდა ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩი მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” შორის, სადაც კატალონიურმა კლუბმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 2:3.
გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ, ყველაზე საჭირო მომენტში გაიბრწყინა. არგენტინელმა ფორვარდმა “რეალის” კარში დუბლი გაიფორმა, ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში სიტუაცია საგრძნობლად დაძაბა და “ბარსელონას” მაისურით მე-500 გოლი გაიტანა.
ელეგანტური შესრულებით თავი გამოიჩინა ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმაც.
მოცემულ მომენტში, კატალონიის “ბარსელონა” სატურნირო ცხრილის ლიდერია.
[media=https://www.youtube.com/watch?v=nJUTlCloUT8]
