Sky Sports-ის ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა “ელ კლასიკოს” წინ, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, ეს დაპირისპირება თითოეულ მათგანს მაღალ დონეზე გამოსვლაში ეხმარება. როცა მესი და რონალდუ კარიერას დაასრულებენ, ისინი მიხვდებიან, თუ რამდენად სჭირდებოდათ ერთმანეთი.
არგენტინელმა და პორტუგალიელმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვან და მადლობა გადაუხადონ. ეჭვი მეპარება, რომ მესი რონალდუსთან დაპირისპირების გარეშე ასეთი ფეხბურთელი გახდებოდა, როგორც კრიშტიანუ – ლეოს გარეშე.
მათ ერთმანეთს ისეთი მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგეს, რაზეც ალბათ ვერც იოცნებებდნენ.”-განაცხადა კარაგერმა.
