Mirror-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” კრისტიან ერიკსენის ტრანსფერით არის დაინტერესებული.
კატალონიელები, რომლებიც შემადგენლობის გაძლიერების ვარიანტებს ეძებენ, თვლიან, რომ დანიელი ნახევარმცველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას შეძლებს.
ამ სეზონში ერიკსენმა უკვე 20 საგოლე გადაცემა გააკეთა (ყველა ტურნირზე) და ტოპ-5 ჩემპიონატში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ასეთი შედეგი დააფიქსირა.
აგრეთვე, კრისტიანმა 11 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონის დასაწყისში ერიკსენმა “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.
