“ბარსელონამ” დღეს დილით, “რეალთან” მატჩამდე, რომელიც ხვალ შედგება, ტიტო ვილანოვას სახელობის “სიუტატ ესპორტივაზე” ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა ტრავმის გამო ჟერემი მატიემ ვერ მიიღო, დანარჩენებმა კი ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშეს. მათ ასევე სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებიც შეურთდნენ: ალენია, კარბონელი და კაპტოუმი.
“ელ კლასიკოში” 3 ქულის მოპოვება კატალონიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში “ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგება და ჩემპიონობის შანსი რეალური გახდება.
ვარჯიშს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ხორდი მესტრე დაესწრო.
