მიმდინარე სეზონში ”ბარსელონას” ფეხბურთელებმა უკვე მერვედ მოახერხეს მეტოქის კარის ხუთჯერ ან უფრო მეტჯერ აღება და ჯამში 89 გოლი გაიტანეს.
– ”ბეტისი” შეუერთდა იმ გუნდების სიას, რომლებმაც გვარდიოლას შეგირდებისგან ერთ თამაშში ხუთი ან უფრო მეტი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. აქამდე მათი სია ასე გამოიყურებოდა: ”პანათინაიკოსი”, ”სევილია”, ”ალმერია”, მადრიდის ”რეალი”, ”რეალ სოსიედადი”, ”ესპანიოლი” და ”სეუტა”.
– მიმდინარე სეზონში ”კამპ ნოუზე” ანგარიშით 5-0 დამარცხდნენ ”სევილია”, მადრიდის ”რეალი”, ”რეალ სოსიედადი” და ”ბეტისი”.
– მიმდინარე სეზონში გატანილი 89 გოლიდან თამაშის პირველ ნახევარში გავიდა 39, ხოლო მეორე ნახევარში 50.
– ”ბარსას” ფეხბურთელების მიერ კარის მიმართულებით დარტყმული ბურთი 21-ჯერ მოხვდა ძელს. აქედან, ყველაზე უიღბლო დავიდ ვილიაა. მან შვიდჯერ მოახვედრა ბურთი მეტოქის კარის ძელს.
– აფელაის დებიუტი ”კამპ ნოუზე” მიმდინარე სეზონის მესამე თამაშის მეორე ტაიმში შედგა.
– მიმდინარე სეზონში ბოიანი პირველად ვერ მოხვდა თასის თამაშის შემადგენლობაში.
– პინტომ 7 თამაშში მხოლოდ 2 ბურთი მიიღო საკუთარ კარში.
– პედრომ, რომელიც ითვლება გვარდიოლას ”ბარსელონას” მეორე ბომბარდირად, 38 გოლის გატანა მოახერხა. აქედან, 19 გოლი მან საშინაო თამაშებში გაიტანა, ხოლო 19 გასვლაზე.
– ”ბარსა”-”რუბინის” შეხვედრის შემდეგ, აბიდალი პირველად მოხვდა სათადარიგოთა სკამზე.
– მიმდინარე სეზონში კეიტამ თავისი მეორე გოლი გაიტანა. მან პირველი გოლის გატანა ”სან მამეს” სტადიონზე მოახერხა.
– ”ბარსა”-”რუბინთან” მიღებული ტრავმის შემდეგ ჯეფრენი პირველად შემოვიდა მოედანზე.