ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, “ლესტერთან” ერთად პრემიერ ლიგის მომგები კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ კატალონიის “ბარსელონას” ეპოქა წარსულს ჩაბარდა. რანიერის ამ სიტყვებს Mirror ავრცელებს.
“ჩვენ გვახსოვს “მანჩესტერ იუნაიტედის”, “აიაქსის”, “იუვენტუსის”, “მილანის”, “ინტერის” ერები. შემდეგ მოვიდა “ბარსელონასა” და “რეალის” ერა. თუმცა, ახლა, “ბარსელონასთვის”, ყველაფერი დასრულებულია.” – განაცხადა იტალიელმა ჩემპიონთა ლიგიდან “ბარსელონას” გამოვარდნის შემდეგ.
