“ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გუნდის უახლოეს მიზნებზე ისაუბრა.
“იუვენტუსთან” მატჩში, შეტევაში ჩვეულად ეფექტურები ვერ ვიყავით, რაც ძვირად დაგვიჯდა.
ვწუხვართ, რომ ჩემპიონთა ლიგას ვტოვებთ, თუმცა, ჩემპიონატის ბედი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვებაზეა დამოკიდებული და ვაპირებთ ეს გავაკეთოთ.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Goal.
