“ატლეტიკ ბილბაოს” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ თავისი პოსტის დატოვება გადაწყვიტა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სპეციალისტმა უკვე შეატყობინა ბასკური კლუბის ხელმძღვანელობას თავისი განზრახვის შესახებ. თუმცა, კლუბის პრეზიდენტი, ხოსე ურუტია იმედოვნებს, რომ ვალვერდე თავის პოზიციას გადახედავს. მხარეები მწვრთნელის წასვლას უკვე დაახლოებით ორი თვეა განიხილავენ.
ვალვერდეს მიმართ ინტერესს “ბარსელონა” იჩენს. კატალონიელები უკვე დაუკავშირდნენ მას. ესპანელი სპეციალისტი ლუის ენრიკეს შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურ კლუბს დატოვებს.
