Diario Gol იტყობინება, რომ “ბარსელონა” “ლაიფციგის” მცველით, დაიო უპომეკანოთი დაინტერესდა.
წყაროს თანახმად, 18 წლის მცველში კატალონიური კლუბი ხავიერ მასკერანოს შემცვლელს ხედავს, რომელიც, შესაძლოა, ზაფხულში სხვა გუნდს შეუერთდეს.
მიმდინარე სეზონში, “ლაიფციგის” მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში, დაიომ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
