“იუვენტუსის” მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალურ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. 19 აპრილს ტურინელები “კამპ ნოუს” ეწვევიან.
“ბარსელონაში ჩასვლასა და უპირატესობის შენარჩუნებაზე ფიქრი არ შეიძლება. “კამპ ნოუზე” კარის მშრალად შენახვა გაგვიჭირდება. ვიცით, რომ ჯერ მხოლოდ გზის ნახევარი გავიარეთ და ჩვენი გონიერება უნდა დავამტკიცოთ.”-განაცხადა კიელინიმ Sky Sport Italia-ს პირდაპირ ეთერში.
პირველი მატჩი “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის 3:0 დასრულდა “ბებერი ქალბატონის” გამარჯვებით.
