მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 3:2 “სოსიედადი”. საინტერესო ფაქტები

“ბარსელონა” 3:2 “სოსიედადი”. საინტერესო ფაქტები

“ბარსელონამ” ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩში “სოსიედადი” 3:2 დაამარცხა. გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრის საინტერესო ფატებს.

– ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლიონელ მესიმ თავისი გოლებით უფრო მეტი ქულა მოიპოვა, ვიდრე სხვა მოთამაშეებმა (17 ქულა 29 გოლით).

– მიმდინარე სეზონში ტოპ-5 ჩემპიონატის მოთამაშეებს შორის, საჯარიმოს ფარგლებს გარედან ყველაზე მეტი გოლი მესიმ გაიტანა (7).

– პაკო ალკასერმა ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან ოთხში გოლი გაიტანა.

– “რეალ სოსიედადმა” “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” კარის მიმართულებით 7-ჯერ დაარტყა, რაც მიმდინარე სეზონში ჯერ არავის არ გაუკეთებია (იგულისხმება ყველა ტურნირი).

– ლიონელ მესიმ “ბარსელონას” მაისურით 498-ე გოლი გაიტანა. არგენტინელი საიუბილეო მე-500 გოლს უახლოვდება.

– მესის ზედიზედ მე-6 სეზონის განმავლობაში მინიმუმ 45 გოლი გააქვს.

19 აპრილს “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” “იუვენტუსს” უმასპინძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში