მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაკიტიჩი: “საკუთარი ძალების გვჯერა”

რაკიტიჩი: “საკუთარი ძალების გვჯერა”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა “სოსიედადთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შთაბეჭდილება გაუზიარა. კატალონიურმა კლუბმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით 3:2 და ახლა ისინი “იუვენტუსს” ამაღლებული განწყობით შეხვდებიან.

“გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. “სოსიედადს” თავისებური თამაშის სტილი აქვს. ისინი ბურთის ფლობაზე არიან კონცენტრირებულნი. შეგვეძლო უფრო ბევრი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მატჩი საინტერესო გამოდგა.

თუ ისე ვითამაშებთ, როგორც “სოსიედადთან”, შევძლებთ იმის გამეორებას, რაც პსჟ-სთან მატჩში მოვახერხეთ. საკუთარი ძალების გვჯერა და გულშემატკივარსაც შეუძლია, რომ ჩვენი სჯეროდეს.”-განაცხადა რაკიტიჩმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში