ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ალეიშ ვიდალმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, მას მარჯვენა ტერფი აქვს დისლოცირებული. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი “ალავესთან” გამართული მატჩის ბოლო წუთებში მოხდა, რომელიც 6:0 დასრულდა “ბარსელონას” სასარგებლოდ. დაზიანებამ განაპირა მცველი 5 თვით გამოთიშა ფეხბურთს.
ის გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლას განაგრძობს. ვიდალმა რამდენიმე კვირა სპორტულ დარბაზში გაატარა, პარასკევს კი “სიუტატ ესპორტივაზე”, ქვიშაზე ივარჯიშა.
ლუის ენრიკეს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ალეიშ ვიდალი თავს გუნდის ნაწილად გრძნობს, რის გამოც სპეციალსიტმა ესპანელი ტურინში წაიყვანა და “იუვენტუსთან” მატჩის განაცხადში შეიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ განაპირა მცველს თამაში არ შეეძლო.
ალეიში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაზიანდა. ის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდა, როცა ტერფის ტრავმა მიიღო. მან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა მაინც შეძლო – ესპანელმა “ლას პალმასისა” და “ატლეტიკის” კარში გოლი გაიტანა.



მართალი ხარ
მაგარი მებრძოლი სული აქვს ამ მოთამაშეს რა ყველაფერს აკეთებს რომ.მალე გამოჯანმრთელდეს და მალე დაუბრუნდეს მოედანს კარგი მცველია და მომდევნო წელს ძირიდადში უნდა იყოს ეს და დაამტკიცება რომ საუკეთესოა და იმსახურებს რომ ეცვას ბარსას მაისური მოედანზე მიდი ვიდალ გენავე ძმა
კარგია! მთავარია მალე მოიშუშოს ტრამვა.
უმაგრესი ხარ ალეიშ!!! იმედია მალე დაგვიბრუნდები!!!
Luchoshi eg momwonxar yvelas ufrtxildeba
Vidali gvyavs Kay pegburtelia rad gvinda yle bellerini
კაია ვიდალი
Momavali sezonidan vixilavt vidals warmatebebiiii!!