მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა “ბარსელონას” მცველის, ჟერარ პიკეს მიერ “სამეფო კლუბთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.
“პიკე ჩვენ კლუბს, გერბსა და ფერებს უტევს. ამის თავიდან არიდება სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ როცა ყველაფერი მშვიდადაა, ჟერარისთვის სიტუაციის ესკალაცია აუცილებელია.
მე ტემპერამენტული ადამიანი ვარ, მაგრამ როცა კლუბისა და ეროვნული გუნდის კაპიტნის სამკლავურს ატარებ, სხვაგვარად უნდა იფიქრო.
არ ვფიქრობ, რომ პიკეს ჩემი რომელიმე თანაგუნდელის მიმართ ნამდვილად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.”-განაცხადა რამოსმა.
