ნებისმიერი “ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელის ოცნებაა, რომ “მინი ესტადიდან” “კამპ ნოუზე” გადაინაცვლონ სათამაშოდ. უკანასკნელ წლებში, “ბარსა ბ”-ს საუკეთესო სეზონი იყო 2013/14 წლების სეზონი, რომელშიც მათ მე-3 ადგილი დაიკავეს. გთავაზობთ, სტატიას “ბარსა ბ”-ს 2013/14 წლების სეზონის ფეხბურთელების ამჟამინდელ მდგომარეობაზე 5 ნაწილად. დღეს კი პირველ ნაწილს შემოგთავაზებთ, რომლეშიც მეკარეებს განვიხილავთ:
ხორდი მასიპი
ხორდი მასიპი ლა მასიას 2004 წელს, 15 წლის ასაკში შეუერთდა. როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა, მან კარიერის პირველი წელი არენდით “ვილახუიგაში” გაატარა, საიდანაც “ბარსა ბ”-ში დაბრუნდა მეორე მეკარედ. 2012/13 წელს, პირველი მეკარე ოიერ ოიარსაბალი პირველ გუნდში ოფიციალურად დააწინაურეს, ამიტომ 2013/14 წლების სეზონში მან “ბარსა ბ”-ს პირველი მეკარის სტატუსი მიიღო. მან ითამაშა 34 მატჩი შესაძლებელი 42-დან და 11-ჯერ შეინახა კარი მშრალად. ამჟამად, მასიპი პირველ გუნდში თამაშობს, მაგრამ მეკარეებს შორის მე-3 ნომერია.
ადრიან ორტოლა
ადრიან ორტოლა “ბარსელონაში” “ვილიარეალი ბ”-დან მოვიდა, სადაც 5 წელი თამაშობდა. 2013/14 წლების სეზონში, ის მეორე მეკარე იყო. ამ წარმატებულ სეზონში, მან ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში ითამაშა. ხორდი მასიპის დაწინაურების შემდეგ, მან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც სასტარტო შემადგენლობის მეკარემ. ამჟამად, ორტოლა “ალავესში” თამაშობს, სადაც 1 ლა ლიგის და 6 კოპა დელ რეის სრული თამაში ითამაშა.
მიგელ ბანუსი
მიგელ ბანუსის მოღვაწეობა “ბარსელონა ბ”-ში მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა, ის კლუბს “ელჩედან” შეუერთდა. 2013/14 წლებში მან მხოლოდ 1 თამაში ითამაშა, სრული 90 წუთი “ერკულესის” წინააღმდეგ (2-1, გამარჯვება), ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში. მან 2 სეზონში, სულ რაღაც, 5 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც, ის “ვილიარეალის” სარეზერვო გუნდში გაუშვეს. ეს 2014 წელს მოხდა. იქ კი 19-ჯერ ითამაშა 2 წელიწადში. ამჟამად, ის 1-წლიანი კონტრაქტით, “ალკოიანოში” თამაშობს, რომელიც სეგუნდა ბ-ში ასპარეზობს. ამ გუნდს ის 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა.
მაგარი მეკარეები არიან!!!
Ra Kai biwebi iyvnen
Didi problemaa la masiashii
su sheni gadasawyveti araaa
მასიპი ისევ აქაა ? :დდდდ