“ბარსელონას” ხელმძღვანელობა შემდეგი სეზონისთვის გუნდის შემადგენლობაში დიდი ცვლილებების განხორციელებას აპირებს, იტყობინება Sport.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური ეტაპის მატჩის შემდეგ მიიღეს. “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსთან” გასვლით მატჩში 0:3 დამარცხდა.
თუმცა, ეს რევოლუცია რაოდენობრივ ცვლილებებს არ გულისხმობს. “ბარსელონა” ცოტა მოთამაშეს შეიძენს, მაგრამ ყველა ისინი საკმაოდ ძვირადღირებულები იქნებიან. გარდა ამისა, კლუბი არ დაივიწყებს თავის ახალგაზრდულ აკადემიას და რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას არ დააყოვნებს.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს შემცვლელის საკითხს, საბოლოო გადაწყვეტილებას მანამ არ მიიღებენ, ვიდრე ცნობილი არ გახდება ყველა მიზანი და ამოცანა. ამ თვალსაზრისით, ბევრი რამ, შესაძლოა, შემდეგ კვირაში დაზუსტდეს.
