დღეს სართაშორისო საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა 2010 წლის საუკეთესო გამთამაშებლების რეიტინგი.
”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი ზედიზედ მეორედ დაასახელეს წლის საუკეთესო ნახევარმცველად. მეორე პოზიცია ერგო ანდრეს ინიესტას, ხოლო მესამე ადგილი უესლი სნეიდერს.
აქვე გთავაზობთ 2010 წლის საუკეთესო გამთამაშებლების ათეულს:
1. ჩავი ერნანდესი (”ბარსელონა”) – 223 ქულა
2. ანდრეს ინიესტა (”ბარსელონა”) – 148
3. უესლი სნეიდერი (”ინტერი”) – 128
4. ლიონელ მესი (”ბარსელონა”) – 111
5. მესუთ იოზილი (”რეალი”) – 47
6. დიეგო ფორლანი (”ატლეტიკო”) – 30
7. კრისტიანო რონალდო (”რეალი”) – 27
8. ბასტიან შვაინსტაიგერი (”ბაიერნი”) – 22
9. სესკ ფაბრეგასი (”არსენალი”) – 13
10. არიენ რობენი (”ბაიერნი”) – 12



