მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერნანდესი: “ნეიმარის დისკვალიფიკაციას გავასაჩივრებთ”

ფერნანდესი: “ნეიმარის დისკვალიფიკაციას გავასაჩივრებთ”

“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბი ნეიმარის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “მალაგასთან” გამართულ მატჩში (0:2) არბიტრს ირონიულად ტაში დაუკრა, რის გამოც მას 3 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

“ნეიმარმა პირველი ყვითელი ბარათი უსამართლოდ მიიღო. დისკვალიფიკაციის ვადის შემცირებას შევეცდებით. მშვიდად ვართ და ვიმედოვნებთ, რომ სიმართლეს დავამტკიცებთ.”-ციტირებს სპორტული დირექტორის სიტყვებს Sport. 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცისი გამო ნეიმარს “ელ კლასიკოს” გამოტოვება მოუწევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში