London Evening Standard იტყობინება, რომ “ბარსელონა” “ტოტენჰემის” მცველს, კაილ უოლკერს თვალყურს ადევნებს.
კატალონიურმა კლუბმა დანი ალვესის ღირსეული შემცვლელი ვერ იპოვა, რის გამოც გუნდი მარჯვენა მცველს ეძებს. უოლკერი კანდიდატთა სიის სათავეშია.
“ბარსელონას” სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს ინგლისის ნაკრების მოთამაშის სანაცვლოდ, რადგან მან გასულ წელს “ტოტენჰემთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
