“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, ტურინის “იუვენტუსთან” 0:3 დამარცხდა.
კატალონიურმა კლუბმა, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი პირველად წააგო.
14 თებერვალს, “ბარსელონამ” პარიზში კრახი განიცადა (0:4), 11 აპრილს კი “ლურჯ-ბროწეულისფრები” ტურინში ჩავარდნენ. პსჟ-სთან ჩატარებული განმეორებითი მატჩი 6:1 დასრულდა.
