“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა “იუვენტუსთან” გამართული მატჩის შემდეგ (0:3) კომენტარი გააკეთა.
“ეს მტკივნეული საღამო იყო. ასეთ მატჩში როცა მარცხდები… პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, რაზეც უნდა ვიმუშავოთ. უნდა გამოვიღვიძოთ და დაველოდოთ საპასუხო შეხვედრას, მაგრამ ეს საღამო ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო.
არაფერზე არ გვსურს ფიქრი, ყველაზე მთავარი მდგომარეობის გამოსწორებაა. თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს მზად უნდა ვიყოთ.
ჩვენც და გულშემატკივრებსაც ძალიან გვიჭირს. მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ფორმა უნდა აღვიდგინოთ.”-განაცხადა ტერ შტეგენმა.
