მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიანიჩი: “მოდუნების უფლება არ გვაქვს”

პიანიჩი: “მოდუნების უფლება არ გვაქვს”

“იუვენტუსის” ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ მატჩზე ისაუბრა, სადაც ტურინელებმა 3:0 გაიმარჯვეს.

“გამარჯვებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. გვახსოვს, თუ რა გააკეთა “ბარსელონამ” პსჟ-სთან გამართულ განმეორებით მატჩში. პარიზელთა ბედი არ უნდა გავიზიაროთ.

დღევანდელ შეხვედრაში “იუვემ” შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან მეტოქეს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. საპასუხი მატჩში გოლი უნდა გავიტანოთ. ახლა დაპირისპირების პირველი ტაიმია დასრულებული.”-ციტირებს პიანიჩის სიტყვებს BBC.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში