მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგაზეც გართულდა

“ბარსელონას” მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგაზეც გართულდა

ახლახანს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი შეხვედრა “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის, სადაც კატალონიური კლუბი დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

“ლა როსალედაზე” უმნიშვნელოვანესი მატჩის წაგების შემდეგ, “ბარსელონამ” ტურინშიც კრახი განიცადა და ახლა ლუის ენრიკეს კოლექტივის მდგომარეობა ორივე ფრონტზე კრიტიკულია.

დღევანდელ მატჩში “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ერთდროულად დაცვისა და მომენტთა რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ, რაც “ბებერი ქალბატონის” წინააღმდეგ განცდილი მარცხის ძირითად მიზეზებად შეიძლება ჩავთვალოთ. გუნდზე უარყოფითად აისახა სერხიო ბუსკეტსის არყოფნაც, რის გამოც კატალონიელებმა ცენტრის გაკონტროლება ვერ მოახერხეს.

დღევანდელ მატჩში თავი გამოიჩინეს პაულო დიბალამ (დუბლი) და კიელინიმ.

მომდევნო მატჩი 19 აპრილს, “კამპ ნოუზე” გაიმართება, სწორედ იქ სადაც საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი 1:6 დამარცხდა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=41_H_Y6R66Y]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში