“იუვენტუსის” გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა “ბარსელონასთან” მატჩამდე კატალონიელთა შემტევ ტრიოზე ისაუბრა.
“ცხადია, რომ გუნდს, რომელშიც სუარესი, მესი და ნეიმარი თამაშობენ, დამანგრეველი შეტევა ჰყავს. სამივე ალტრუისტულია, აქვთ დიდი ურთიერთობა, თამაშობენ დიდი სიხარულით და უდიდესი პატივისცემა დაიმსახურეს.
მე არასდროს გამიშვია მესისგან გოლი, მას რამდენიმეჯერ შევხვდი, მაგრამ ყოველთვის დიდი დაცვით.” – განაცხადა ბუფონმა.
