ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის უახლოეს მატჩზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი კატალონიურ “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
“ჩვენი ოთხივე თავდამსხმელი ხვალ ითამაშებს. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დავაყენო რომელიმე. “ბარსელონას” საშიში შეტევა ჰყავს, მაგრამ ჩვენ მათი სუსტი წერტილები უნდა გამოვიყენოთ.
დიბალამ “იუვენტუსში” გიგანტური ნაბიჯები გადადგა. მნიშვნელოვანია გავიტანოთ და არ გავუშვათ, რათა საპასუხო თამაშამდე მყარ პოზიციაზე დავრჩეთ. ასეთ მატჩებში საჭიროა იდეალურად მზად იყო ფსიქოლოგიურად.
“ბარსელონას” ჩემპიონატში წაგება შეეძლო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ისინი ცუდ ფეხზე იშვიათად დგანან. ასეთ მატჩებში ყველაზე მნიშვნელოვანია გვჯეროდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება.” – განაცხადა ალეგრიმ.
