მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესი: “დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონას” მოვენატრე”

ალვესი: “დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონას” მოვენატრე”

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა, დანი ალვესმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩის წინ, “ბარსელონაში” გატარებული წლები გაიხსენა.

“ბარსელონა”? დარწმუნებული ვარ, რომ მე მათ მოვენატრე! ვფიქრობ, კატალონიური კლუბი მაფასებდა, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელსა და პიროვნებას, რომელიც ყველა მატჩს უნიკალურს ხდის.

გასახდელში ყოველთვის ვამაღლებდი ფეხბურთელთა განწყობას. როცა გუნდის ყოფილ მოთამაშეებს ვესაუბრებოდი, მეუბნებოდნენ, რომ ყველაზე მეტად ჩემი ბედნიერი სახე მოენატრებოდათ. ისინი მე უნიკალურს მიწოდებდნენ.

“იუვენტუსში” გადასვლა მარტივი არ იყო, მაგრამ ყოველთვის მიყვარდა სირთულეების დაძლევა.“-განაცხადა ალვესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში