მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: “იგუაინსა და დიბალაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ”

მასკერანო: “იგუაინსა და დიბალაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ”

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩის წინ, “ბარსელონას” არგენტინელმა მცველმა, ხავიერ მასკერანომ მეტოქე შეაფასა.

“თუ გამარჯვებისთვის არ ვიბრძოლებთ, ყველაფერი, შესაძლოა, ძალიან ცუდად დასრულდეს. ჩვეული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რათა “იუვენტუსის” ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ. მეტოქის შემადგენლობაში არიან უმაღლესი კლასის ფორვარდები დიბალასა და იგუაინის სახით. მათ კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ამ ორ თავდამსხმელზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ.

მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის, მოწოდების სიმაღლეზე ყოფნაა საჭირო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.”-განაცხადა 32 წლის ფეხბურთელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში