Marca იტყობინება, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარ და სილვა მსაჯის მიმართ ირონიული აპლოდისმენტების გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დისციპლინარული კომისია ნეიმარის დისკვალიფიცირების გადაწყვეტილებას 11 აპრილს, დილით გააჟღერებს. სავარაუდოდ, ამის შემდეგ “ბარსელონა” აპელაციას შეიტანს.
3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო ბრაზილიელი ფორვარდი გუნდს “სოსიედადის”, მადრიდის “რეალისა” და “ოსასუნას” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.


