მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: “ვალდებულები ვართ “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დავამარცხოთ”

მასკერანო: “ვალდებულები ვართ “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დავამარცხოთ”

“ბარსელონას” მცველმა, ხავიერ მასკერანომ ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩი შეაჯამა, სადაც კატალონიელები 0:2 დამარცხდნენ.

“ვალდებულები ვართ “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დავამარცხოთ და ვიმედოვნოთ, რომ მადრიდელებიც დაკარგავენ ქულებს სხვა მატჩებში. ყველაფერი შესაძლებელია.

არ მსურს გუნდის გაკრიტიკება. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ბურთის გაკონტროლება. გოლის გაშვების შემდეგ სიტუაცია გაუარესდა.

“მალაგა” ორგანიზებულად მოქმედებდა, ისინი კარგად გადაადგილდებოდნენ. ანდალუსიელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს.”-თქვა მასკერანომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში