“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა პრობლემაზე, რომელიც ნეიმარ და სილვას მოედანზე საკმაოდ ხშირად ექმნება.
“ნეიმარი ხშირად იცვლის ბუცებს მატჩის მსვლელობის დროს? საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელი ტკივილს გრძნობს. უმჯობესი იქნება, თუ ის მოედნის ფარგლებს გარეთ ერთ წუთში ბუცებს გამოიცვლის და თავს კომფორტულად იგრძნობს დანარჩენი 89 წუთის განმავლობაში.
ვეცდებით, რომ ეს კვლავ აღარ განმეორდეს. ნეიმარი ბუცებს არ იცვლის უბრალოდ იმიტომ, რომ მას ეს სურს. ყოველთვის არსებობს რისკი, როცა ერთი მოთამაშის გარეშე ვრჩებით, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ.”-ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Mundo Deportivo.
ესპანური მედია მიიჩნევს, რომ ეს მარკეტინგს უკავშირდება.
