Mundo Deportivo-ს თანახმად, ზაფხულში “ბარსელონამ”, შესაძლოა, “რეალ სოსიედადის” ფეხბურთელი, ალვარო ოდრიოსოლა გაიფორმოს.
“ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა დაცვის მარჯვენა ფლანგზე კონკურენციის გაზრდის ვარიანტს განიხილავს, სადაც ამჟამად გუნდი კადრობრივ დეფიციტს განიცდის. წარსულში მედია აქტიურად წერდა “ბარსელონას” ინტერესზე “შახტარის” კაპიტნის, დარიო სრნას მიმართ, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.
მომდევნო ზაფხულში, კატალონიელები სავარაუდოდ, უპირატესობას ახალგაზრდა შემსრულებლებს მიანიჭებენ.
პოტენციურ კანდიდატთა სიაში “რეალ სოსიედადის” განაპირა მცველი, ალვარო ოდრიოსოლა მოხვდა. 21 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგაში ასპარეზობა ახლახანს დაიწყო, მაგრამ საუკეთესო შესაძლებლობები უკვე გამოავლინა.
ოდრიოსოლას გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა, მაგრამ “ბარსელონა” რაც შეიძლება ნაკლების გადახდას შეეცდება. კლუბი აქცენტს გააკეთებს იმაზე, რომ 21 წლის მოთამაშის კონტრაქტი სან სებასტიანელებთან 2018 წლის ზაფხულში იწურება.
შეგახსენებთ, რომ ადრე Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია “ბარსელონას” ტეო ერნანდესით დაინტერესების შესახებ.