მადრიდის “რეალი” სეზონის პირველ “ელ კლასიკოს” სერიოზული დანაკლისით ხვდება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ზინედინ ზიდანის გუნდის ესპანელმა მარჯვენა მცველმა დანიელ კარვახალმა ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით, ის “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. კარვახალის შემცვლელი ალვარო ოდრიოსოლა უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს ისიც დაზიანდა და თუ მისი ტრავმა მსუბუქი არ აღმოჩნდა, არის შანსი, “რეალს” “ელ კლასიკოსთვის” ნომინალური მარჯვენა მცველი არ ჰყავდეს. თუ ეს მოხდება, ზიდანს ამ პოზიციაზე ლუკას ვასკესის ან სარეზერვო გუნდის რომელიმე მოთამაშის დაყენება მოუწევს, რაც ანსუ ფატის შეტევას გაუადვილებს.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “ბლანკოსს” “კლასიკოში” სავარაუდოდ ვერ დაეხმარება, ედენ აზარია.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირება სანაკრებო პაუზის დასრულებიდან ერთ კვირაში, 25 ოქტომბერს გაიმართება.


![“რეალი” დამარცხდა, “ბარსელონა” სეზონში პირველად გალიდერდა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)

Ter stegeni rato ar tamashobs tramva aqvs???
ვასკესიც ყავთ და ნაჩოც. ეგაა რა ფორმაში არიან.
მთავარია, სანაკრებო პაუზებისას ჩვენები არ დაზიანდნენ.
უნდა ამოვტენოთ ესენი
დიდი ამბავი, ჩვენ მარჯვენა მცველის გარეშე ვთამაშობთ უკვე მერამდენე სეზონია :დ
ტეხავს მაგრად… :/ ისედაც, რაც რონალდო წავიდა, კლასიკოები ისეთი სანახაობრივი და დაძაბული ვეღარ არის ხოლმე და ეხლა საერთოდ ნახევარი გუნფით თუ მოუწია რეალს თამაში ნუ აი რავი, რა მუღამი აქვს ეგეთ კლასიკოს..
ტყნაჩოს დააყენებენ ეგ ხო ყავთ უნივერსალი ჯარისკაცი.