მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მალაგა” – “ბარსელონა”. ლუის ენრიკე მატჩის წინ

“მალაგა” – “ბარსელონა”. ლუის ენრიკე მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“ვუყურებ თუ არა “რეალისა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირებას? შეხვედრა 4 საათზე გაიმართება? დიახ, ალბათ ვუყურებ. სხვა შემთხვევაში – სიესტათი ვისიამოვნებ, ესეც ვარიანტია.

“მალაგას” ახალი თავკაცი ჰყავს. მიჩელს გუნდთან სამუშაოდ საკმარისი დრო არ ჰქონია, მაგრამ ხიხონში კოლექტივმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

“მალაგასთან” მატჩებში ყოველთვის გვიჭირდა. ვნახავთ, გავაგრძელებთ თუ არა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. სამი ქულის დაკარგვა დავალებას გაგვირთულებს. თუ ვერ გავიმარჯვებთ, ძალიან გაგვიჭირდება ტიტულის დაცვა.”-განაცხადა ენრიკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში